ავტორი:

"500 საინტერესო ფაქტი - ფიზიკა" განსაკუთრებულ ფასად - ენციკლოპედიის შეძენა 24 თებერვლიდანაა შესაძლებელი

"500 საინტერესო ფაქტი - ფიზიკა" განსაკუთრებულ ფასად - ენციკლოპედიის შეძენა 24 თებერვლიდანაა შესაძლებელი

დღეიდან, 24 თებერვლიდან „პალიტრა L-ის“ გამოცემა „500 საინტერესო ფაქტი - ფიზიკა“ შეგიძლიათ სპეციალურ ფასად, 15 ლარად შეიძინოთ. ეს გახლავთ განსაკუთრებული წიგნი, რომელიც ფიზიკაში გაკეთებული აღმოჩენების შესახებ გვიამბობს. წიგნში საუბარია ბუნების უმარტივესი და ამავე დროს უზოგადესი კანონზომიერების შესახებ. მასში გადმოცემულია მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია ატომებისა და მოლეკულების, ელემენტარული ნაწილების, რადიოაქტივობის, ენერგიის, ფარდობითობის თეორიისა და სხვა თემების შესახებ.

წიგნი განკუთვნილია 8-12 წლის მოზარდებისთვის, თუმცა არანაკლებ საინტერესოა უფროსებისთვისაც. თითოეულ თემატიკაზე მოცემულია ილუსტრაციები, რომელიც უფრო ნათლად შეგვიქმნის წარმოდგენას ამა თუ იმ საკითხზე.

აღსანიშნავია, რომ „500 საინტერესო ფაქტი“ 3 ტომად გამოიცა. მისი პირველი გამოცემა ფიზიკას მიეძღვნა და განსაცვიფრებელი ფაქტებითაა სავსე. შემდეგი გამოცემები სხვადასხვა მიმართულებას დაეთმობა და ბავშვებისა თუ უფროსებისთვის არანაკლებად საინტერესო იქნება.

აქვე გეტყვით თუ რატომ უნდა წაიკითხონ ბავშვებმა ეს წიგნი:

  • ინტერაქციული და გასაგებია – ტექსტი ბავშვებისთვის ადაპტირებულია, რათა მათ მარტივად აღიქვან ფიზიკის კანონები.
  • საინტერესო ინფორმაციაა – ფაქტები, რომლებიც აოცებს და ამავდროულად ასწავლის!
  • ილუსტრაციებითაა გაფორმებული – ინფორმაცია ვიზუალურადაც აღიქმება, რაც კითხვის პროცესს უფრო სახალისოს ხდის.
  • ცვლის ბავშვების შეხედულებებს სამყაროზე – წიგნი ეხმარება ბავშვებს გაიგონ, როგორ მუშაობს სამყარო, როგორ მოქმედებს გრავიტაცია, რატომ იყინება წყალი და როგორ ვრცელდება ხმა.

პირველი ტომის შეძენა განსაკუთრებულ ფასად შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, პრესის გავრცელების ჯიხურებში, „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში.

R