ავტორი:

"ბურთი მოხვდა მუცელში და აქედან დაიწყო ყველაფერი... დაჩოქილი გეხვეწებით, ეს შანსი არ წაართვათ ჩემს შვილს" - 13 წლის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"ბურთი მოხვდა მუცელში და აქედან დაიწყო ყველაფერი... დაჩოქილი გეხვეწებით, ეს შანსი არ წაართვათ ჩემს შვილს" - 13 წლის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ - თიბისი GE72TB7044145068100006, საქართველოს ბანკი GE55BG0000000162604315, ლიბერთი GE29LB0711160969581000, ტერა ბანკი GE05KS0036010183771101

მიმღები ანნა იმნაძე დედა

"უნდა გაუძლო, დე, ძალიან ცოტა დარჩა, ხალხი არ მიგატოვებს, დე, გამოჯანმრთელდები. ისევ შეძლებ ფეხბურთის თამაშს, ისევ ივლი შენს საყვარელ სკოლაში შენს მეგობრებთან ერთად", - ასე ამხნევებს ყოველდღე დედა თავის 13 წლის შვილს, ნიკოლოზს, რომელიც ახლა თურქეთში, კერძოდ სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში ქიმიოთერაპიის კურსს გადის.

ნიკოლოზი ოთხი წელია ამ დაავადებას ებრძვის და დღეს მას საზოგადოების დახმარება ძალიან სჭირდება. ავთვისებიანი სიმსივნის ნეირობლასტომის დიაგნოზი ოთხი წლის წინ დაუსვეს. მას შემდეგ არაერთი ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. მის გამოსაჯანმრთელებლად ბოლი შანსი სწორედ ქიმიოთერაპიაა, რომელიც ძალიან ძვირია. ოჯახმა ყველანაირი რესურსი კარგა ხანია ამოწურა და მათ მართლა მთელი საქართველოს დახმარება სჭირდებათ, რომ ამ ფინანსების მობილიზება შეძლონ და მკურნალობა ბოლომდე მიიყვანონ.

ჩვენ ნიკოლოზის დედას, ანნა იმნაძეს თურქეთში დავუკავშირდით, სადაც ის შვილთან ერთად იმყოფება.

ანნა იმნაძე:

- ძალიან მრცხვენია თანხის თხოვნის, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. სიმწრით გავაგრძელეთ ქიმიოთერაპიის კურსები და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა შეწყდეს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ნიკოლოზის მკურნალობა. ჩემს ნიკოლოზს სიცოცხლის დიდი შანსი აქვს, ამ შანსს უფულობის გამო ვერ დავკარგავთ, გემუდარებით, მუხლებზე დაჩოქილი გეხვეწებით, რომ ეს შანსი არ წაართვათ ჩემს შვილს, ჩემს ოჯახს. როგორმე დამეხმარეთ, რომ ჩემი ნიკოლოზი ფეხზე დავაყენო. ჩემს შვილს სიცოცხლე ძალიან უნდა.

როცა ვიაზრებ იმას, რომ შეიძლება უფულობის გამო დავკარგო, ცუდად ვხვდები. მიშველეთ, გეხვეწებით, არ დამღუპოთ. ძალიან სტკივა მას და მისი ტკივილი ჩემი ტკივილია. დაუღალავად ვიბრძვი ჩემი ბიჭის სიცოცხლისთვის, ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარების იმედი მაქვს. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ არ დაინანოთ ჩემი შვილისთვის, ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია....წაიკითხეთ სრულად