ავტორი:

"ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს, ირაკლი გაგნიძეს გერმანიიდან საქართველოში სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გადმოასვენებენ

"ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს, ირაკლი გაგნიძეს გერმანიიდან საქართველოში სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გადმოასვენებენ

42 წლის ასაკში, "ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა და მკურნალობის კურსი გერმანიაში უტარდებოდა.

  • ირაკლი გაგნიძეს გერმანიიდან საქართველოში სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გადმოასვენებენ. დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაცნობებთ.

ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა "ბიბლუსს“ და მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია.

ირაკლი გაგნიძეს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.

AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს ირაკლი გაგნიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, "ბიბლუსი ჯგუფსა" და "პალიტრა მედია ჰოლდინგს"