ავტორი:

ფოტოები ბათუმიდან, სადაც დიდთოვლობაა - უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროებით აჩერებს

ფოტოები ბათუმიდან, სადაც დიდთოვლობაა - უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროებით აჩერებს

ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აჭარბებს. ნალექმა ხეები დააზიანა, თოვლმა ზოგიერთი ხე წააქცია და ავტომობილებს დაეცა.

  • როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

“დიდთოვლობასთან დაკავშირებით ქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები. ამ ეტაპზე ქალაქს 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება და 700-ზე მეტი თანამშრომელი ემსახურება”,- აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უხვი ნალექის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი დროებით მუშაობას წყვეტს.

“ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით”,- აცხადებენ უწყებაში.