ავტორი:

"შსს ჩემს ყოფილ კოლეგებს ჩემზე შურისძიების მოტივით ათავისუფლებს... ან თავდაცვის სამინისტროდან უშვებენ ხალხს" - რას წერს ირაკლი შაიშმელაშვილი?

"შსს ჩემს ყოფილ კოლეგებს ჩემზე შურისძიების მოტივით ათავისუფლებს... ან თავდაცვის სამინისტროდან უშვებენ ხალხს" - რას წერს ირაკლი შაიშმელაშვილი?

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის ირაკლი შაიშმელაშვილის ინფორმაციით, შსს-დან და თავდაცვის სამინისტროდან, მასზე შურისძიების მოტივით, მის ყოფილ კოლეგებს ათავისუფლებენ.

ამის შესახებ შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მიმდინარე დღეებში, სახელმწიფოს, იმის ნაცვლად, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა და კრიზისების მართვის ჯგუფი პრაქტიკაში გაეაქტიურებინა, შსს, ჩემ ყოფილ კოლეგებს, ჩემზე შურისძიების მოტივით ათავისუფლებს (fb-დან რატომ არ წამშალეს)..

ან თავდაცვის სამინისტროდან უშვებენ ხალხს, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე, პეტიციით რომ გამოხატეს პოზიცია. ელით?! მოლოდინი გაქვთ?! დუმილით ქვეყანა ხომ დაანგრიეთ და ახლა საკუთარი მომავლის სარეცელზე ბოლო ლურსმანს აჭედებთ…" - წერს შაიშმელაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: