ავტორი:

დონალდ ტრამპი მდიდარ უცხოელებს 5 მილიონ დოლარად ოქროს ბარათებს მიჰყიდის - “ეს მოგცემთ მწვანე ბარათის პრივილეგიებს, ეს იქნება გზა მოქალაქეობისკენ“

დონალდ ტრამპი მდიდარ უცხოელებს 5 მილიონ დოლარად ოქროს ბარათებს მიჰყიდის - “ეს მოგცემთ მწვანე ბარათის პრივილეგიებს, ეს იქნება გზა მოქალაქეობისკენ“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მდიდარ უცხოელებს “ოქროს ბარათებს“ მიყიდის, რომლის ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

  • ე.წ. ოქროს ვიზები მფლობელებს შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემს და შესთავაზებს გზას მოქალაქეობის მიღებისკენ.

”ვაპირებთ გავყიდოთ ოქროს ბარათი. მწვანე ბარათი გაქვს. ეს არის ოქროს ბარათი. ჩვენ ვაპირებთ ამ ბარათს ფასი დაახლოებით 5 მილიონი დოლარი დავადოთ. ეს მოგცემთ მწვანე ბარათის პრივილეგიებს, გარდა ამისა, ეს იქნება გზა მოქალაქეობისკენ. ამ ბარათის შეძენით ჩვენს ქვეყანაში მდიდარი ადამიანები შემოვლენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ბარათების გაყიდვა დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება და მილიონობით ასეთი ბარათის გაყიდვა იქნება შესაძლებელი.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის რუსი ოლიგარქებისთვის ბარათების მიყიდვას, ტრამპმა უპასუხა: “დიახ, შესაძლოა. მე ვიცნობ ზოგიერთ რუს ოლიგარქს, რომლებიც ძალიან კარგი ხალხია“.

ვაჭრობის მინისტრმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განმარტა, რომ ბარათი ჩაანაცვლებს ინვესტორთა საიმიგრაციო სავიზო სამთავრობო პროგრამას, EB-5-ს, რომელიც უცხოელ ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ჩადონ ფული აშშ-ის პროექტებში, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან და შემდეგ აშშ-ში საიმიგრაციო ვიზებზე განაცხადი გააკეთონ.

წყარო

იხილეთ ასევე: