ავტორი:

"ძვირფასო პაციენტებო, დღეს დაახლოებით 20 პაციენტის შეტყობინება შემომივიდა" - რა მიმართვას ავრცელებს ზაზა თელია

"ძვირფასო პაციენტებო, დღეს დაახლოებით 20 პაციენტის შეტყობინება შემომივიდა" - რა მიმართვას ავრცელებს ზაზა თელია

ექიმი, დერმატოლოგ - ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში ტიკტოკზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"ძვირფასო პაციენტებო,

დღეს დაახლოებით 20 პაციენტის შეტყობინება შემომივიდა, რომლებიც მეკითხებოდნენ Isotretinoin-ით მკურნალობასა და ორსულობის შესახებ, იმის მიუხედავად რომ ყველა პაციენტს როგორც ვერბალურად ასევე დოკუმენტურად დანიშნულებაზე მითითებით ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციას ვაძლევ.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, tiktok-ზე გავრცელებულა ერთი ადამიანის ვიდეო, რომელიც საუბრობს ამ წამალზე და ვიდეოში ან მიზანმიმართულად ან არაკომპეტენტურობის გამო ავრცელებს ტყუილს. ამბობს რომ თურმე იზოტრეტინოინით მკურნალობის დასრულების შემდეგ ორსულობა 2 წელი არ შეიძლება. რა თქმა უნდა ეს არასწორი ინფორმაციაა, მინდა მშვიდად იყოთ Isotretinoin-ით მკურნალობის დასრულებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი უსაფრთხო ორსულობა.

აშშ-ში ipledge პროგრამა, რომელიც მოიცავს ამ წამლის მიღების პერიოდში ორსულობის ტესტების კეთებას, მისი პრევენციის მიზნით, სწორედ გულისხმობს ტესტების კეთებას მკურნალობის პერიოდში, ხოლო ორსულობის ტესტირება მთავრდება წამლის შეწყვეტიდან 1 თვეში. რაც შეეხება ამ პიროვნებას, რბილად რომ ვთქვათ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, როდესაც საკითხში ვერ ერკვევი, მავნებლობას ნიშნავს.

P.S ეგ სხვა წამალია რომელზეც მართლა არ შეიძლება ორსულობა მისი მიღების დასრულებიდან 2-3 წლის განმავლობაში და მაგ წამალს Acitretin-ი ჰქვია ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ზაზა თელია.