ავტორი:

"შეგიძლიათ დაივიწყოთ ნატო-ში გაწევრიანება" - ტრამპი უკრაინის შესახებ

"შეგიძლიათ დაივიწყოთ ნატო-ში გაწევრიანება" - ტრამპი უკრაინის შესახებ

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება.

  • "შეგიძლიათ დაივიწყოთ (ნატო-ში გაწევრიანება). ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში კაბინეტის პირველ სხდომაზე, როდესაც ჰკითხეს, რა დათმობებზე უნდა წავიდეს უკრაინა.

უკრაინამ ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს, სექტემბერში გააკეთა.