ავტორი:

"დაუჯერებელი სისასტიკე" - იუტას უდაბნოში, მცხუნვარე მზის ქვეშ, წყლისა და საკვების გარეშე, გალიაში გამოკეტილი ძაღლები იპოვეს

"დაუჯერებელი სისასტიკე"  - იუტას უდაბნოში, მცხუნვარე მზის ქვეშ, წყლისა და საკვების გარეშე,   გალიაში გამოკეტილი ძაღლები იპოვეს

იუტას უდაბნოში, გაუსაძლის პირობებში, გალიაში გამოკეტილი ორი ძაღლი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გალიით უდაბნოში ისინი პატრონმა დატოვა. ცხოველთა უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ძაღლების პატრონებს სისხლის სამართლის ბრალდება უნდა წარედგინოთ.

ძაღლები პოლიციამ გასულ კვირას იპოვა. ისინი მცხუნვარე მზის ქვეშ, საკვებისა და წყლის გარეშე, გალიაში იყვნენ გამოკეტილები.

  • პოლიციელებმა ძაღლები ცხოველთა თავშესაფარში წაიყვანეს. მათ შესახებ კი ინფორმაცია სოციალურ ქსელში სწორედ თავშესაფარმა გამოაქვეყნა. ისინი ამჟამად თავს კარგად გრძნობენ.

  • ”არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დატოვა ისინი. ეს წარმოუდგენელი სისასტიკეა”, - განაცხადეს თავშესაფარში და აღნიშნეს, რომ მათ არ ჰქონდათ საყელურები, ან მიკროჩიპები. თავშესაფარმა საზოგადოებას მათი მფლობელის იდენტიფიცირებაში დახმარება სთხოვა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ცხოველთა მიმართ ჩადენილი სისასტიკის პოტენციური საქმის ფარგლებში დაიწყო.

წყარო