ავტორი:

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მარსს ოდესღაც ოკეანე და ქვიშიანი პლაჟები ჰქონდა - ახალი ფაქტები გაუკაცრიელებულ წითელი პლანეტაზე

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მარსს ოდესღაც ოკეანე და ქვიშიანი პლაჟები ჰქონდა - ახალი ფაქტები გაუკაცრიელებულ წითელი პლანეტაზე

შესაძლოა მარსი არ მიიჩნევა დასვენებისთვის იდეალურ ადგილად, მაგრამ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ იქ ოდესღაც პლაჟები იყო.

წინა აღმოჩენებმა, როგორიცაა ხეობების ქსელები და დანალექი ქანები, გააჩინა ვარაუდები, რომ წითელ პლანეტაზე ოდესღაც მდინარეები არსებობდა. მაგრამ ოკეანის არსებობის შესახებ დღემდე მიმდინარეობდა კამათი.

  • ახლა მკვლევრები ამტკიცებენ, რომ უკაცრიელ პლანეტაზე ოდესღაც ოკეანე არსებობდა, თავისი ქვიშის ოქროსფერი პლაჟებით და ამ იდეის მხარდასაჭერად ახალი მტკიცებულებები აქვთ.

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის Proceedings of the National Academy of Science-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში კვლევითი ჯგუფის წევრები აღწერენ, თუ როგორ გააკეთა ეს აღმოჩენა ჩინეთის როვერმა Zhurong-მა მიწისქვეშა გამოსახულების მონაცემების გაანალიზების შემდეგ.

“Zhurong-ი გაიგზავნა Utopia Planitia-ის სამხრეთ ნაწილში, იმ ადგილების მახლობლად, სადაც სატელიტური მონაცემების გამოყენებით პალეო-საზღვაო ხაზებია შედგენილი“, - განაცხადა კვლევის თანაავტორმა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, დოქტორმა ბენჯამინ კარდენასმა.

ისინი ამტკიცებენ, რომ მარსის ჩრდილოეთ დაბლობზე მიღებული შედეგები მსგავსია დედამიწის სანაპირო ზოლზე მიღებულ შედეგებთან: ორივე შემთხვევაში აღმოჩენილია მიწისქვეშა მახასიათებლები, რომლებიც დახრილი იყო ერთნაირი კუთხით.

  • მკვლევარები ამბობენ, რომ მარსის სანაპიროზე გაანალიზებული მონაცემები გვიჩვენებს მთელ რიგ მახასიათებლებს, რომელიც ამტკიცებს ოკეანის და პლაჟის არსებობას.

”აქ უნდა ყოფილიყო მოქცევა, ტალღები, უნდა ყოფილიყო მდინარე, რომელიც ოკეანეს ამარაგებდა და ეს ყველაფერი გარკვეული დროის განმავლობაში აქტიური იყო”, - აცხადებს მკვლევარი კარდენასი და დასძენს, რომ პლაჟი საკმაოდ ცივი და უკაცრიელი იქნებოდა.

თუმცა, მეორე ვარაუდის მიხედვით, შესაძლოა დახრილი ქანები წარმოიშვას სხვა ტიპის აქტივობებისგანაც. მაგალითად: ვულკანებისა და მდინარეებისგან.

წყარო

იხილეთ ასევე: