ავტორი:

მამაკაცმა მაღაზიაში კრუნჩხვა გააყალბა, რა დროსაც პარტნიორმა 8 000 დოლარიანი ლეკვები მოიპარა - უცნაური ძარცვა აშშ-ში (ვიდეო)

მამაკაცმა მაღაზიაში კრუნჩხვა გააყალბა, რა დროსაც პარტნიორმა 8 000 დოლარიანი ლეკვები მოიპარა - უცნაური ძარცვა აშშ-ში (ვიდეო)

აშშ-ში, კოლორადოს შტატში უცნაური ძარცვა მოხდა. პოლიციის ცნობით, ზოომაღაზიაში მამაკაცმა გააყალბა, რომ თითქოს კრუნჩხვა დაეწყო, რა დროსაც მისმა პარტნიორმა ლეკვები მოიპარა.

  • პოლიციამ სათვალთვალო კამერის ჩანაწერიც გაავრცელა, სადაც ფაქტი ჩანს. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი, შავებში ჩაცმული მამაკაცი ძირს ეცემა და კრუნჩხვას იმიტირებს, რომ მაღაზიის თანამშრომლების ყურადღება მიიქციოს. ამ დროს, მეორე მამაკაცი შედის ოთახში, თავს ხდის პლასტმასის შემოსაზღვრულ ზონას, სადაც ლეკვები იმყოფებიან და ორ ბულდოგის ლეკვს იპარავს.

თითოეული მათგანის საფასური 4299 აშშ დოლარი იყო.

მაღაზიის თანამშრომლებმა ქურდი მალევე შენიშნეს და მისი დაკავება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ერთი ლეკვის დაბრუნება შეძლეს, თუმცა მეორე ლეკვი ისევ დაკარგულად ითვლება.

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც კრუნჩხვა გააყალბა. ქურდს და კიდევ ერთ ეჭვმიტანილს, რომელიც მათ მანქანით გარეთ ელოდებოდა, ამ დრომდე ეძებენ.

წყარო