არ მჯერა, რომ ზელენსკის დიქტატორს დავუძახებდი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, ჯერ კიდევ სჯერა თუ არა მას, რომ ზელენსკი “დიქტატორია”?
“მე ვთქვი ეგ? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი”, - უპასუხა ტრამპმა.
ცნობისთვის, პლატფორმა Truth Social-ზე 19 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი როგორც “არჩევნების გარეშე დიქტატორი” მოიხსენია.
შეგახსენებთ, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს ხვდება.
როგორც მედია წერს, სტარმერი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, რათა განიხილოს უკრაინის საკითხი და უსაფრთხოების გარანტიები.
ეს მისი პირველი ვიზიტია ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ.
ვიზიტი მოიცავს ორი ლიდერის ორმხრივ შეხვედრას, ლანჩს და პრესკონფერენციას.
იხილეთ ასევე: