ავტორი:

ბრიტანელი ჟურნალისტის გაუჩინარების იდუმალებით მოცული ამბავი - სად გაქრა 32 წლის შარლოტა და რა იპოვეს მის ტელეფონში?

ბრიტანელი ჟურნალისტის გაუჩინარების იდუმალებით მოცული ამბავი - სად გაქრა 32 წლის შარლოტა და რა იპოვეს მის ტელეფონში?

უკვე ორ კვირაზე მეტია, ბრაზილიის პოლიცია გაუჩინარებულ ბრიტანელ ჟურნალისტს ეძებს. 32 წლის შარლოტა პიტი, ბოლოს ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში, ავტობუსში ასვლისას ნახეს.

შარლოტა ადრე The Independent-ისთვის,The Times-სა და Al Jazeera-სთვის წერდა. ის მეგობრებს 8 თებერვლის შემდეგ არ უნახავთ. ცნობილია მხოლოდ ის დეტალი, რომ როდესაც ახალგაზრდა ქალი რიოში მიმავალ ავტობუსში ჩაჯდა, პარალელურად მეგობარს ესაუბრებოდა და ეკითხებოდა სად დარჩენილიყო.

journalist
შარლოტა ბრაზილიაში ნოემბერში ჩავიდა

ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეპორტიორის მოსაძებნად, გამოძიება 17 თებერვალს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მეგობარმა ადგილობრივ ტურისტულ საინფორმაციო ოფისს განუცხადა, რომ შარლოტას ვერსად პოულობდნენ.

  • რიო დე ჟანეიროს პოლიციის განყოფილება (DDPA), რომელიც საქმეს იძიებს, დეტალებს აქვეყნებს.

გამოძიების ინფორმაციით, 32 წლის ჟურნალისტი 17 თებერვლამდე ცხოვრობდა კოპაკაბანას ჰოსტელში. შემდეგ სხვა სხვა ჰოსტელში - ბოტაფოგოში წავიდა, სადაც 24 თებერვლამდე დარჩა. მან ორჯერ მაინც მოინახულა ბარები კოპაკაბანასა და ლემეში.

ბოტაფოგოს ჰოსტელმა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტი ჰოსტელის მისაღებში თეთრეულს აბარებს.

კადრი ჰოსტელის სათვალთვალო კამერის ჩანაწერიდან - 2025 წლის 24 თებერვალი

პოლიციამ შეძლო მოეპოვებინა ქალის ტელეფონზე არსებული ინფორმაცია. იქ რამდენიმე სელფი აღმოაჩინეს. ტელეფონში იყო ჰოსტელში მისვლამდე რამდენიმე დღით ადრე ავტობუსში გადაღებული ფოტოები, რომელიც რიო-დე-ჟანეიროსკენ მიემართებოდა.

“გამოძიების მთავარი მიმართულება არის ნებაყოფლობითი გაუჩინარება. ჩვენ გვაქვს მისი ორი ტელეფონის ნომერი. ის იღებს შეტყობინებებს და ზარებს ინგლისურ ნომერზე. ბრაზილიის რეგიონის ნომერი დაპროგრამებული აქვს ისე, რომ არ მიიღოს ზარები", - თქვა პოლიციის უფროსმა ჰელენ სუტომ.

შარლოტა პიტი ბრაზილიაში ნოემბერში გაემგზავრა. ოჯახმა მისი გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა.

წყარო