ჟორჟ სიმენონის მიერ დაწერილი მეგრეს სერიის ბოლო რომანი „მეგრე და ბატონი შარლი“, დღეიდან უკვე გაყიდვაშია და მისი შეძენა ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებულ ფასად, 8 ლარად შეგეძლებათ. 3დან 9 მარტამდე ამ სერიის ყველა წიგნის შეძენა სპეციალურ ფასად, 8 ლარად შეგეძლებათ.
წიგნი პირველად 1972 წელს გამოიცა. მასში მეგრე იძიებს გაუჩინარებული მამაკაცის – ბატონი შარლის საქმეს, რომელიც პარიზის მაღალი საზოგადოების წევრი და ორმაგი ცხოვრების მქონე პიროვნებაა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის 75-ე და ბოლო წიგნი კომისარ მეგრეს თავგადასავლების სერიიდან. მას შემდეგ სიმენონმა გადაწყვიტა, რომ აღარ დაეწერა დეტექტიური რომანები და მთლიანად მემუარებსა და ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებებზე გადაერთო.
„მეგრე და ბატონი შარლი“ არა მხოლოდ კიდევ ერთი მკვლელობის გამოძიებაა, არამედ ერთგვარი დასკვნითი ნამუშევარია, რომელიც ხაზს უსვამს მეგრეს მეთოდებს, შეხედულებებს და, გარკვეულწილად, მის პროფესიულ ცხოვრებასაც ასრულებს.
თავად კომისარი მეგრე სიმენონმა 1929 წელს შექმნა. ცნობილი პარიზელი დეტექტივი მკითხველის ერთ-ერთი საყვარელი გმირი გახდა. ის არაერთი ფილმისა და სერიალის შთაგონებად იქცა.
წიგნი ხელმისავწდომია „ბიბლუსის“ ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით და პრესის გავრცელების ჯიხურებში. ასევე შესაძლებელია წიგნების გამომცემლობა „პალიტრა L-სგან“ გამოწერა როგორც ონლაინ ვებგვერდის საშუალებით, ისე სატელეფონო ზარით ნომერზე 0322470045.
R