Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ სტიქიით დაზარალებული გურიის დასახმარებლად თანხა ჩარიცხა.
"ხვიჩა კვარაცხელიამ გურიის დასახმარებლად არა 10, არამედ 30,000 ლარი გადარიცხა! პირველი პოსტის შემდეგ, სადაც ვწერდით, რომ პსჟ-ს ქართველმა ვარსკვლავმა გურიაში სტიქიით დაზარალებულთათვის 10 000 ლარი გადარიცხა, პირად შეტყობინებაში დაგვიკავშირდა 2 სხვადასხვა ადამიანი, ვინც გვითხრა, რომ მსგავსი რაოდენობის თანხა ხვიჩამ მათაც ჩაურიცხა.
Biggest W, Kvara!" - წერს Geo Team-ი.