ავტორი:

მილიარდერ თემურ სეფიაშვილის საიდუმლო ოპერაციები და ამერიკული ელექტროტექნიკა, როგორც საბჭოთა კავშირთან ბრძოლის იარაღი - "მის ისტორიაში დიდი როლი ითამაშეს ტრამპმა და შევარდნაძემ"

მილიარდერ თემურ სეფიაშვილის საიდუმლო ოპერაციები და ამერიკული ელექტროტექნიკა, როგორც საბჭოთა კავშირთან ბრძოლის იარაღი - "მის ისტორიაში დიდი როლი ითამაშეს ტრამპმა და შევარდნაძემ"
  • ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

ამ სამი წლის წინ ერთი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომუშავე ქართველი დიპლომატის ისტორიას ვიკვლევდი, რომლის დახმარებითაც ამერიკელებმა საბჭოთა კავშირის/ რუსეთის დაზვერვის ძალზე მნიშვნელოვანი აგენტი ამხილეს და დააკავეს. ინფორმაციის მოპოვება-ანალიზისას საინტერესო ფაქტები ამოტივტივდა შორეულ, 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირიდან (კერძოდ კი - საქართველოდან ) ჩასული ებრაული წარმოშობის ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტისა და შემდეგ მილიარდერის, თამირ საპირის, იგივე თემურ სეფიაშვილის (1948-2014) ამერიკის პოლიტიკურ და ბიზნესსფეროებში აქტიური მონაწილეობის შესახებ.

თქვენც კარგად იცით, რომ დიდი პოლიტიკა და დიდი ბიზნესი სპეცსამსახურების ჩართულობის გარეშე არ კეთდება, ამიტომ, სავარაუდოდ, თამირ საპირიც იღებდა სპეცსამსახურების (ქვეყანას შეგნებულად არ ვაკონკრეტებ, იმიტომ, რომ რამდენიმე ვერსია არსებობს) საიდუმლო ოპერაციებში მონაწილეობას. ყოველ შემთხვევაში, იმ ქართველი დიპლომატისა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (შემდგომ გფბ) ურთიერთობაში თამირ საპირიც იყო ჩართული.

  • ღარიბი ემიგრანტის, თამირ საპირის წარმატების „ჰოლივუდურ ისტორიაში“ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ორმა პიროვნებამ, ორმა მომავალმა პრეზიდენტმა: ერთი - საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, მეორე კი - აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახლდათ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული თემურ სეფიაშვილი 1973 წელს ოჯახთან ერთად საქართველოდან ჯერ ისრაელში, შემდეგ კი - აშშ-ში ჩავიდა. მალევე იგი თამირ საპირი გახდა და ემიგრანტის მძიმე ხვედრს შეეჭიდა. მისი ცხოვრების ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წარმატებისთვის ყველაზე მთავარი დიდი მონდომებაა. თუმცა, ასევე აუცილებელია, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე და შენი შანსი ხელიდან არ გაუშვა.

თამირ საპირი უამრავ ინტერვიუში (ესეც რეკლამაა!) სიამაყით იხსენებდა, თუ როგორ დაიწყო ამერიკაში მისი ოჯახის ცხოვრება, როგორ უჭირდათ, რამდენი პროფესია/ხელობა შეიცვალა და ბოლოს როგორ გახდა პირველი საბჭოთა ემიგრანტი-მილიარდერი. გასაგები მიზეზების გამო, თამირ საპირი „დიპლომატიურად“ უვლიდა გვერდს ისეთ საკითხებს, რომელებიც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ყველა საბჭოთა ემიგრანტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო: გფბ-ს მკაცრ კონტროლს, კრიმინალური სამყაროს წნეხს, აშშ-ის პოლიტიკური ცხოვრების ინტრიგებს, კონკურენტების ჩამოშორების სხვადასხვა მეთოდს და ა.შ...განაგრძეთ კითხვა