მისი მუსიკალური კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 14 წლის იულია უკვე სტადიონებს ავსებდა ლენა კატინასთან ერთად. პოპულარობასთან ერთად მოვიდა დიდი ფული, ხოლო სიმდიდრესთან ერთად – ყოვლისშემძლეობის განცდა. გასაკვირი არ არის, რომ ვოლკოვამ აკრძალულ ნივთიერებებს ვერ გაუძლო. თუმცა, მისი მთავარი "ნარკოტიკი" მაინც რეალური ცხოვრება იყო, სავსე მოძალადე კაცებით.
მსოფლიო პოპულარობა და რთული კულისები
მსმენელებმა დეუეტი TATU მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიცნეს, ხოლო იაპონიაში განსაკუთრებით აღტაცებულები იყვნენ ახალგაზრდა მომღერლებით. მათი ალბომები რამდენიმე დღეში ქრებოდა მაღაზიებიდან, ხოლო იულია და ლენა მუდმივად გასტროლებზე დადიოდნენ – ხანდახან თვეში 30-მდე გამოსვლაც კი ჰქონდათ. მესამე ადგილმა ევროვიზიაზე დუეტი კიდევ უფრო ცნობილი გახადა და მსოფლიო ტურნეს გზა გაუხსნა.
მაშინ ყველას ეგონა, რომ ეს მათი ცხოვრება მოზარდებისთვის საოცნებო იყო, მაგრამ ცოტამ თუ იცოდა, რა იმალებოდა წარმატების მიღმა. წლების შემდეგ ვოლკოვამ აღიარა, რომ როდესაც ის გადატვირთული გრაფიკით გადარჩენას ცდილობდა, მის დედას სახლში უცნობი მამაკაცები უვარდებოდნენ და ემუქრებოდნენ. ტურების გამო დაზიანდა მისი ჯანმრთელობაც – იულიას კუჭის პრობლემები შეექმნა. თაყვანისმცემლებიც კი ხვდებოდნენ, რომ დიდხანს ვერ გაუძლებდნენ მომღერლები ამ რეჟიმს. დუეტი 2004 წლიდან ნელ-ნელა გაქრა, კატინამ და ვოლკოვამ გადაწყვიტეს, რომ პროდიუსერ ივან შაპოვალთან კონტრაქტი გაეწყვიტათ.
ამის შემდეგ იულიამ კარიერა დროებით გვერდზე გადადო – ის ორსულად დარჩა თავისივე პირადი მცველისგან და 19 წლის ასაკში დედა გახდა.
რწმენის შეცვლა, ურთიერთობები და ოჯახი
იულიას ქალიშვილის, ვიქტორიას მამა პაველ სიდოროვი იყო, მათ მხოლოდ საერთო შვილი აკავშირებდათ. ვოლკოვამ ჯერ კიდევ ორსულობამდე განუცხადა სიდოროვს, რომ მასთან ოჯახის შექმნას არ აპირებდა. პაველს წინა ურთიერთობიდან უკვე ჰყავდა ერთი შვილი.
ბავშვის დაბადების შემდეგ კაცი ვოლკოვას ფინანსურად არ ეხმარებოდა, თუმცა, გოგონა იმ დროისთვის უკვე საკმაოდ მდიდარი იყო და საკუთარი ბინა ჰქონდა. მშობიარობის შემდეგ მომღერალი მალევე დაუბრუნდა სცენას, ხოლო ვიქტორიას აღზრდა ბებიამ იტვირთა.
სიდოროვთან დაშორების შემდეგ, ვოლკოვას ახალი გატაცება ოლიგარქებთან ურთიერთობა გახდა, შემდეგ კი ბავშვობის მეგობარს – ვლად ტოპალოვს დაუახლოვდა. პირად ცხოვრებაში არეულობამ, მუდმივმა კონცერტებმა და დედობის პასუხისმგებლობამ ვოლკოვას აკრძალული ნივთიერებებისკენ უბიძგა. თუმცა, ამ ჩვევისგან გათავისუფლება მხოლოდ მაშინ შეძლო, როდესაც ბიზნესმენის მემკვიდრეს – პარვიზ ისასინოვს შეხვდა.
ურთიერთობები, დანაკარგები და ძალადობა
იულია იმ დროს ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ახალი ურთიერთობა უდიდესი პრობლემების წინაშე დააყენებდა. იმ ფიქრით, რომ სწორედ პარვიზ იასინოვი იყო მისი ნამდვილი სიყვარული, მას არ აინტერესებდა ის ფაქტი, რომ მამაკაცს უკვე ჰყავდა ორსული საყვარელი. მომღერალმა მიიღო ისლამი და მათ საერთო ვაჟი, სამირი, გააჩინა.
ორი წლის შემდეგ TATU საბოლოოდ დაიშალა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იულიას არასტაბილურობა – მან არაერთხელ ჩაშალა დაგეგმილი კონცერტები. კარიერულად დატვირთული წლების შემდეგ ვოლკოვას უცებ ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა.
თავდაპირველად მან ეს დრო ოჯახსა და საყვარელ ადამიანებზე მიმართა, რაც იასინოვს ძალიან ახარებდა. თუმცა, როდესაც მომღერალმა მეგობრებთან შეხვედრები დაიწყო, მამაკაცი მოულოდნელად შეიცვალა – ის აგრესიული და ეჭვიანი გახდა. იულია, სკანდალებისგან დაიღალა და საბოლოოდ ბავშვებთან ერთად იასინოვს დაშორდა.
სცენაზე დაბრუნება მარტივი არ აღმოჩნდა – მისი სოლო კარიერა ისეთი წარმატებული არ ყოფილა, როგორც დუეტში. თუმცა, მთავარი დარტყმა მალე სხვაგვარად ეწვია – იულიამ ხმა დაკარგა.
დაავადება და ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი
მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასაწყისში ის დიმა ბილანთან თანამშრომლობდა და მათ რომანის შესახებაც ჭორები დადიოდა, იულიას თაყვანისმცემლებს უფრო მეტად სხვა საკითხი აღელვებდათ – მომღერალს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 2012 წელს მას ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე აღმოუჩინეს.
ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა – ქირურგიული ჩარევისას ექიმებმა შემთხვევით გადაჭრეს ხმის ნერვი, რამაც ხმა სრულად წაართვა. მომდევნო ერთი წელი ვოლკოვამ თითქმის სიჩუმეში გაატარა.
ხმა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, გერმანიაში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ჩატარებული ოპერაციების შემდეგ ნაწილობრივ აღუდგა. თუმცა, მან მაღალი ნოტების აღების უნარი სამუდამოდ დაკარგა. მიუხედავად ამისა, მაინც სცადა სცენაზე დაბრუნება და ლენა კატინასთან ერთად TATU აღდგა, თუმცა მათი თანამშრომლობა მალევე დასრულდა.
ძალადობის მორიგი ეპიზოდი
Тату-სთან დაკავშირებული მორიგი სკანდალის შემდეგ იულია საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა თავის შეყვარებულთან ერთად.
თავდაპირველად ურთიერთობა ზღაპარს ჰგავდა – მამაკაცი ყურადღებით და საჩუქრებით ანებივრებდა მასა და მის შვილებს. თუმცა, მალე ყველაფერი კოშმარად გადაიქცა. მამაკაცის სიყვარული ეჭვიანობაში, შემდეგ კი ძალადობაში გადაიზარდა.
ერთ დღეს, ყველას თვალწინ, მათ შორის შვილების, მამაკაცმა იულიას სასტიკად სცემა ქუჩაში, რის შედეგადაც მას ყბა სამ ადგილას გაუტყდა.
მკურნალობის შემდეგ ვოლკოვა შვილებთან ერთად მალევე დაბრუნდა მოსკოვში. თუმცა, პოლიციას საჩივარი არ შეუტანია – როგორც თავად იხსენებს, მას ყოფილი პარტნიორი ანგარიშსწორებით ემუქრებოდა
მეორე შანსი, მტკივნეული არჩევანი და დამოუკიდებლობა
2019 წელს იულია ვოლკოვას კიბო განმეორდა. ამ მძიმე პერიოდმა ქალი დააფიქრა, თუ ვისთვის შეიძლებოდა დაეტოვებინა შვილები, თუ დაიღუპებოდა. საბოლოოდ, მივიდა დასკვნამდე, რომ სჭირდებოდა სანდო მამაკაცი, რომელიც მის გვერდით იქნებოდა.
მალე ამერიკელ ბიზნესმენზე დაქორწინდა. თუმცა, ეს ქორწინებაც განწირული აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც ვოლკოვა ოჯახზე ოცნებობდა და კიდევ ერთ ორსულობას სიხარულით შეხვდა, მისი ქმარი მომავალზე საერთოდ არ ფიქრობდა. იულიამ აბორტი გაიკეთა და შემდეგ განქორწინებაზე განაცხადი შეიტანა. ახლა იულია აღარ ცდილობს იპოვოს კიდევ ერთი სიყვარული, არამედ ფოკუსირებულია თავის სოლო კარიერაზე და სიხარულით ადევნებს თვალს თავისი უკვე გაზრდილი შვილების წარმატებებს.
გასაიდუმლოებული მოძალადე
საიდუმლო, რომელიც წლების შემდეგ გაირკვა - ვინ იყო მამაკაცი, რომელმაც იულია სასტიკად სცემა, ამის შესახებ თავად ისაუბრა.
"ეს ყველაფერი 10 წამს გაგრძელდა და მორჩა. მე უკვე მიწაზე ვეგდე. ბავშვებმა ყველაფერი დაინახეს. ქუჩაში გამვლელები ცდილობდნენ, დამხმარებოდნენ. როდესაც გონს მოვედი, უკვე სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიჯექი. ის კი ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. უფრო მეტიც – წავიდა, რომ იარაღი მოეტანა, რათა მოვეკალი. დღესაც, სანამ მე ცოცხალი ვარ, ის ვერ მოისვენებს. ეს არ არის ნორმალური სიყვარული – ეს არის შეშლილი სიყვარული, როდესაც ადამიანი ისე გიყვარს, რომ შეგიძლია მოკლა."
ეს შემზარავი შემთხვევა 2019 წლის აგვისტოში მოხდა.
იულიამ არ დაასახელა იმ მამაკაცის სახელი, რომელმაც მისი ყბა სამ ადგილას გაუტეხა ბავშვების თვალწინ. თუმცა, მოგვიანებით ინტერნეტში მისმა სახელმა მაინც გაჟონა.
სურათებზე, რომლებსაც მომღერალი საჯაროდ არ აჩენდა, ფრაგმენტულად გაასაჯაროვა, იდენტიფიცირებული აღმოჩნდა ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი – გიორგი ზარანდია, იგივე გია გალსკი, რომელსაც რუსეთში "კანონიერი ქურდის" სტატუსი ჰქონდა.