ავტორი:

ავსტრიის ახალი კანცლერი კრისტიან შტოკერი გახდა

ავსტრიის ახალი კანცლერი კრისტიან შტოკერი გახდა

კრისტიან შტოკერმა ავსტრიის კანცლერის პოსტზე ფიცი დადო, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

შტოკერი ხელმძღვანელობს სამპარტიულ კოალიციურ მთავრობას, რომელშიც შედიან მემარჯვენე ცენტრისტული „სახალხო პარტია“ (ÖVP), „სოციალ-დემოკრატები“ (SPÖ) და ლიბერალური „ნეოსი“.

ავსტრიაში კოალიციური მთავრობა ხუთთვიანი პოლიტიკური ჩიხის შემდეგ ჩამოყალიბდა, რომელიც შარშან ჩატარებულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ გამარჯვებას მოჰყვა.

თავად სტოკერის შესახებ, ცოტა რამ არის ცნობილი. ის იყო ქალაქ ვინერ ნოიშტადტის მერის მოადგილე.