ავტორი:

ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას და სხვა პირებს ესტონეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - შეზღუდვები დააწესა ლიეტუვამ და ლატვიამაც: დეტალები

ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას და სხვა პირებს ესტონეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - შეზღუდვები დააწესა ლიეტუვამ და ლატვიამაც: დეტალები

ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს.

“ლატვიის პერსონა ნონ გრატთა სიას საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე, შეუზღუდავი ვადით აეკრძალა ლატვიაში შემოსვლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შესაბამისად“, - წერს ბრაჟე.

  • გარდა აღნიშნულისა, ლიეტუვამ კიდევ 74 ქართველ ოფიციალურ პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ლიეტუვამ 74 ქართველი ჩინოვნიკი, საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო, იმ ადამიანების სიაში დაამატა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ლიეტუვა დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ მისწრაფებაში ქართველი ხალხის გვერდით დგას.

  • ესტონეთში შესვლა 55 ქართველს აეკრძალა.

“ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს“, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნა განცხადებაშია აღნიშნული.

“ჩამოთვლილი ქართველი პირები მონაწილეობდნენ ძალადობაში, ან ძალადობით იმუქრებოდნენ. საქართველოში გამოყენებული ძალადობა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ არის მიუღებელი, დამნაშავეობრივი და ადამიანის უფლებების დარღვევა“, - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში შესვლა, საერთო ჯამში, საქართველოს 83 მოქალაქეს აქვს აკრძალული.

უფრო კონკრეტულად, უწყების ცნობით, ესტონეთში შესვლა აეკრძალათ:

მოსამართლეებს: ირაკლი ხუსკივაძეს, თამარ მჭედლიშვილს, ლელა მარიდაშვილს, ლევან ყოლბაიას, დავით მგელიაშვილს, ნანა შამათავას, თეონა ეპიტაშვილს, არსენ კალატოზიშვილს, ლელა კალიჩენკოს, დავით კურტანიძეს, ირმა ტოგონიძეს, გულიკო ყაჟაშვილს, ქეთევან ჯაჭვაძეს, ნინო თარაშვილს, გიორგი გელაშვილს, ნათია გუდაძეს, ნატო ხუჯაძეს, ზვიად შარაძეს, ირაკლი დგებუაძესა და ეკა ბარბაქაძეს;

პროკურორებს: ვაჟა თოდუას, შმაგი გობეჯიშვილს, ზვიად გუბელაძეს, ანა მეტრეველს, გიორგი მუკბანიანს, როინ ხინთიბიძეს, თამარ იაკობიძეს, ვლადიმერ თურმანიძეს, ნუგზარ ჩიტაძეს, თორნიკე გოგეშვილს, პაატა ცეცხლაძეს, ზაზა მეტონიძეს, ნინო სახელაშვილს, მალხაზ ოქროპირაშვილსა და ვერა დოლიძეს;

პოლიციის თანამშრომლებს: გიორგი ჩარექაშვილს, თორნიკე მენაბდეს, სულხან კიკნაძეს, რევაზ წურწუმიას, ზვიად მარგველანს, ზურაბ ჭარიბაშვილს, დავით მარუაშვილის ოთარ გელაშვილს, ნოდარი ზენაიშვილსა და ბერდია ფერაძეს;

აჭარის რეგიონის პოლიციის უფროსს გრიგოლ ბესელიას და დავით ათაბეგაშვილს;

ბათუმის პოლიციის უფროსს გოჩა ვანაძეს;

საქართველოს პარლამენტის წევრებს: ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულსა და ბექა ოდიშარიას;

მედიაპლატფორმა და პოლიტიკურ მოძრაობა “ალტ-ინფო“ -სთან დაკავშირებულ პირებს: კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.