ავტორი:

"ვისაც მოლაპარაკებები სურს, მშვიდობიან მოსახლეობას ბალისტიკური რაკეტებით თავს განზრახ არ ესხმის" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ვისაც მოლაპარაკებები სურს, მშვიდობიან მოსახლეობას  ბალისტიკური რაკეტებით თავს განზრახ არ ესხმის" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვისაც მოლაპარაკებები სურს, მშვიდობიან მოსახლეობას ბალისტიკური რაკეტებით თავს განზრახ არ ესხმის. იმისათვის, რომ ვაიძულოთ რუსეთი შეაჩეროს თავდასხმები, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კოლექტიური ძალა მსოფლიოსგან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

  • მისი თქმით, უკრაინა იბრძვის ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, რომელსაც იმსახურებს და სამართლიანი და საიმედო მშვიდობისთვის.

"გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ რუსეთი ამას არ აკეთებს და აგრძელებს საჰაერო ტერორს: გასული კვირის განმავლობაში, 1 050-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1 300-მდე საჰაერო ბომბი და 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს უკრაინაში ქალაქების გასანადგურებლად და ადამიანების დასახოცად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კიევის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მისი არმიის მხარდაჭერა და უსაფრთხოების ეფექტური გარანტიები შეუძლებელს გახდის რუსული აგრესიის დაბრუნებას. „ეს არის ის, რაზეც ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს“, - დასძინა ზელენსკიმ.