გერმანიაში, ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი შავი ჯიპი გერმანიის ქალაქ მანჰაიმში კარნავალის სეზონის აღსანიშნავად შეკრებილ მოქალაქეებს შეეჯახა.
ავტომობილის მძღოლი პოლიციამ დააკავა. ჯერჯერობით უცნობია, მძღოლი მიზანმიმართულად მოქმედებდა თუ ადგილი უბედურ შემთხვევას ჰქონდა.