ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი "დედების მარშს“ შეუერთდა

სალომე ზურაბიშვილი "დედების მარშს“ შეუერთდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც „დედების მარში“ მსვლელობისთვის ემზადება.

ზურაბიშვილის განცხადებით, ის მაშინ გააკეთებს განცხადებას, როცა მსვლელობა პარლამენტის ტერიტორიისკენ გადაინაცვლებს.

დედების მარში დღეს სიმბოლურად, დედის დღესთან დაკავშირებით იმართება, სადაც აქციების პერიოდში დაკავებული პირების დედები, ოჯახის წევრები და მათი გულშემატკივრები მიიღებენ მონაწილეობას.

მარში ფილარმონიის ტერიტორიიდან საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებს და დიდ აქციას შეუერთდება, რომელიც უკვე 96-ე დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს.