რომის პაპს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და კვლავ ვენტილაციაზეა , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე, ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს ასთმის შეტევის მსგავსი ბრონქოსპაზმის ეპიზოდი ჰქონდა და მისი სასუნთქი გზების შესამოწმებლად ექიმებს ბრონქოსკოპიის ჩატარება დასჭირდათ.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც ორივე ფილტვის ანთებას ებრძვის, მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო 14 თებერვალს რომის გემელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.