ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა “ევროპის გადაიარაღების“ გეგმა წარადგინა.
“ჩვენ გადაიარაღების ეპოქაში ვიმყოფებით. ევროპა მზად არის თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდოს, როგორც მოკლევადიანი გამოწვევებისთვის საპასუხოდ და უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ევროპელ ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც “ევროპის გადაიარაღების“ გეგმის ხუთი პუნქტია აღწერილი:
მისი თქმით, ევროპის თავდაცვითი და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების გეგმების მეშვეობით, შესაძლოა, 800 მილიარდი ევროს მობილიზება მოხდეს.
“ეს ევროპის მომენტია და ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
იხილეთ ასევე: