ავტორი:

Reuters -ის ინფორმაციით, უკრაინა და აშშ იშვიათი მინერალების შეთანხმებას მოაწერენ ხელს - რა დავალება მისცა ტრამპმა მრჩევლებს

Reuters -ის ინფორმაციით, უკრაინა და აშშ იშვიათი მინერალების შეთანხმებას მოაწერენ ხელს - რა დავალება მისცა ტრამპმა მრჩევლებს

უკრაინა და აშშ იშვიათი მინერალების შეთანხმებას 4 მარტს (ვაშინგტონის დროით) მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი საკითხში გარკვეულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • სამი წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ მას შეთანხმების ხელმოწერის გამოცხადება 4 მარტს (ამერიკის დროით) კონგრესში გამოსვლისას სურს, თუმცა მან ამავდროულად აღნიშნა, რომ შეთანხმება ჯერ ხელმოწერილი არ არის და ვითარება შესაძლოა შეიცვალოს.

გამოცემას კომენტარებისთვის ამ მომენტისთვის არ უპასუხეს არც თეთრმა სახლმა, არც უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა და არც აშშ-ში უკრაინის საელჩომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს "ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში".

"ამ შეთანხმებას განვიხილავთ, როგორც ნაბიჯს უფრო დიდი და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, და ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ის ეფექტურად იმუშავებს", - დასძენს ზელენსკი.