2025 წლიდან ქვეყანაში გარკვეული ცვლილებები უკვე ამოქმედდა. გაიზარდა საჯარო მოხელეების ხელფასები, პენსიები, ცვლილება შეეხო სესხის გაცემის წესს და ა.შ. რიგი ცვლილებები კი ძალაში 1-ლი აპრილიდან შევა.
"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი ამოქმედება მოხდება საქართველოში 2025 წლის 1-ლი აპრილიდან.
2025 წლის 1 აპრილიდან, საქართველოში სიგარეტი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება
2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვის შესახებ რეგულაცია. რაც გულისხმობს, რომ ყველა სიგარეტის კოლოფი ერთნაირი, სადა შეფუთვის უნდა იყოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიებს გარდამავალი პერიოდი მიეცათ და დახლებზე განთავსებული პროდუქციის ამოყიდვის უფლება ჰქონდათ 2025 წლის 1-ელ აპრილამდე.
უკვე მომდევნო თვიდან კი, ნებისმიერი სიგარეტის შეფუთვა იქნება ერთნაირი. უფრო ზუსტად, როგორც გასულ წელს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე აცხადებდა, შეფუთვა იქნება ჟანგისფერი, დიზაინი კი დარჩება იგივე, მასზე ბრენდის სახელი და ქვესახეობაც იქნება დატანილი. შეიცვლება მხოლოდ კოლოფის ფერი. მისივე ცნობით, ცვლილება არ შეეხება ელექტროსიგარეტებს.
არსებული ინფორმაციით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
2025 წლის 1-ლი აპრილიდან პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდება
1-ლი აპრილიდან ამოქმედდება ჯარიმები პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების წესების დარღვევაზე. უფრო კონკრეტულად, პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, რომელსაც, არ აქვს მისი ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით....წაიკითხეთ სრულად