"მშვიდობისკენ გზა არ შეიძლება უკრაინის კაპიტულაცია იყოს, რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“პირველივე დღიდან ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის დასანქცირება. და კარგად მოვიქეცით. ვინაიდან, საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხია, რომელიც მამაცად იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც…
მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. რუსული საფრთხე გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე და გავლენას ახდენს ჩვენზე…
რუსეთმა უკვე აქცია უკრაინის კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად. პრეზიდენტ პუტინის რუსეთი არღვევს ჩვენს საზღვრებს ოპონენტების მოსაკლავად, არჩევნების მანიპულირებას ახდენს რუმინეთსა და მოლდოვაში, ციფრულ თავდასხმებს აორგანიზებს ჩვენს საავადმყოფოებზე, რათა მათი მუშაობა შეაფერხოს…
როგორ ჩანს, ამ აგრესიამ არავითარი საზღვრები არ იცის. ამ საშიში სამყაროს წინაშე მაყურებლად დარჩენა სიგიჟე იქნება,” - განაცხად მაკრონმა.