ავტორი:

ერთ-ერთი საუკეთესო მოედანზე - რა თქვა "კვარამ" გატანილ ბურთზე, რომელიც არ ჩაითვალა და როგორ შეაფასეს მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა?

ერთ-ერთი საუკეთესო მოედანზე - რა თქვა "კვარამ" გატანილ ბურთზე, რომელიც არ ჩაითვალა და როგორ შეაფასეს მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა?

"ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ 0:1 დამარცხდა. არადა, პარიზელებმა მოედანზე თამაშით აშკარად დაჯაბნეს მეტოქე, თუმცა ფორტუნა და აშკარად ლივერპულელთა მხარეს იყო. ჩვენებურმაც ჩინებულად ითამაშა - ლამაზად და შემართებით, ულამაზესი გოლიც გაიტანა, მაგრამ VAR-მა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და ქართველის გატანილი ბურთიც არ ჩაითვალა.

მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ბევრი მომენტი გვქონდა. ვაჩვენეთ, რომ დღეს უკეთესი გუნდი ვიყავით. გამარჯვებას ან ფრეს ვიმსახურებდით, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. საპასუხო შეხვედრისთვის მოვემზადებით. "ენფილდზე“ რთული დაპირისპირება გველის. ისევ ასეთივე ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და გავიტანოთ. გაუქმებულმა გოლმა გული ძალიან დამწყვიტა, თუმცა მუშაობის გაგრძელება გვმართებს და შედეგები მოვა - გუნდისთვის და ჩემთვის“, - ციტირებს კვარაცხელიას Canal+.

პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კი შემდეგი განაცხადა:

"შედეგი ძალიან უსამართლოა. მეტოქის საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე იყო. ჩემი გუნდით ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ ფეხბურთი სამართლიანი არ არის. საპასუხო შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იყო თუ არა ბარკოლაზე პენალტი? კომენტარის გარეშე. დიდ გუნდებთან თამაში გვიჭირს? ჩვენ "ლივერპულზე“ გაცილებით უკეთესი ვიყავით, თუმცა მათ გაიმარჯვეს. მე ნეგატიურ მომენტებს ვერ ვხედავ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“.

ესპანელმა სპეციალისტმა AS-ს განუცხადა, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ, "ქამბექი" შესაძლებელია და რა თქმა უნდა, ამას გააკეთებენ.

"პარიზიენი“ წერს, რომ "პარი სენ ჟერმენის“ თავკაცს ხვიჩა კვარაცხელიას მისი გუნდის რთულ სათამაშო სქემაში წარმატებულ ადაპტაციაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც უპასუხა, რომ "კვარამ“ ძალიან ადვილად მოახერხა ადაპტაცია, პსჟ-ში თამაშისთვის დიდი ფეხბურთელი უნდა იყო...

  • რა შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა?

Whoscored: დონარუმა 6.2, ჰაკიმი 6.3, მარკინიოსი 7.3, პაჩო 6.6, მენდეში 7.8, ნევეში 6.6, ვიტინია 7.4, ფაბიანი 6.8, ბარკოლა 7.0, კვარაცხელია 7.2, დემბელე 7.4, დუე 6.4, ზაირ-ემერი 6.0, რამუში 6.0.

Sofascore: დონარუმა 6.6, ჰაკიმი 7.2, მარკინიოსი 7.6, პაჩო 7.1, მენდეში 7.9, ნევეში 7.0, ვიტინია 7.9, ფაბიანი 7.4, ბარკოლა 7.4, კვარაცხელია 7.8, დემბელე 7.8, დუე 7.2, ზაირ-ემერი 6.6, რამუში 6.5.

Flashscore: დონარუმა 6.1, ჰაკიმი 6.7, მარკინიოსი 7.0, პაჩო 6.7, მენდეში 7.3, ნევეში 7.0, ვიტინია 7.2, ფაბიანი 6.6, ბარკოლა 7.1, კვარაცხელია 7.5, დემბელე 7.8, დუე 7.1, ზაირ-ემერი 6.3, რამუში 5.9.

ყველაზე მაღალი შეფასებები სტუმართა გუნდის მეკარე ალისონმა მიიღო: 9.0, 9.4, 9.1.