ავტორი:

ცნობილი იუთუბერი 36 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა - "ის გაჩერებულ მანქანაში იჯდა, როცა..."

ცნობილი იუთუბერი 36 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა - "ის გაჩერებულ მანქანაში იჯდა, როცა..."

ცნობილი იუთუბერი, მოგზაური, ენდრიუ კროსი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. ენდრიუ ერთი თვის წინ კოლორადოში ავტოავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ.

  • ენდრიუ, რომელსაც YouTube-ზე ნახევარი მილიონი გამომწერი Desert Drifter-ის სახელით იცნობდა, გასულ სამშაბათს, ავარიის შედეგად მიღებული ტვინის ტრავმის გამო გარდაიცვალა. მას სიცოცხლეს აქამდე აპარატით უნარჩუნებდნენ, თუმცა საბოლოოდ, ოჯახმა, ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, მისი გამორთვის გადაწყვეტილება მიიღო.

"ენდრიუს სული ახლა თავისუფალია, სინათლითა და სიყვარულით გარემოცული“, – განაცხადა მისმა დამ, ჯენა სპუნერმა.

ენდრიუ თავის ვიდეობლოგებს აღწერდა, როგორც "კვლევასა და თავგადასავალს ისტორიული ელემენტებით“.

ვირჯინიაში დაბადებული და კოლორადოში მცხოვრები მოგზაური 31 იანვარს ტრაგიკულ ავარიაში მოჰყვა. ის გაჩერებულ ავტომობილში იჯდა, როდესაც უკნიდან, დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა შეეჯახა.

წყარო