უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.
"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ევროპის კოლაფსს, უნგრეთის ეკონომიკის ჩათვლით“, - განაცხადა ორბანმა Kossuth Radio-ს განუცხადა და მისი კომენტარის თარგმანს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.
ორბანის თქმით, უკრაინის სამხედრო ძალების შენარჩუნება, ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენა და უკრაინის სახელმწიფოს მხარდაჭერა ევროპის თავდაცვის საჭიროებებთან ერთად, ევროკავშირს არამდგრად ფინანსურ ტვირთად დააწვება.
"თუ ამ გზას გავუყვებით, ამ ომში ჩვენს ბოლო ცენტსაც დავხარჯავთ“, - აღნიშნა ორბანმა.
მისი მტკიცებით, ევროპელი ლიდერები ახლა იწყებენ უკრაინის შენარჩუნების რეალური ხარჯების გამოთვლას და ეს პროცესი, მისი აზრით, აუცილებლად მიიყვანს მათ იმის გაცნობიერებამდე, რომ ასეთი ხარჯები უმართავია.
"საბოლოოდ, დასკვნა იქნება, რომ ევროკავშირს არ შეუძლია ამას თავი გაართვას“, - აღნიშნა ორბანმა.