ავტორი:

რას ამბობს ტრამპი მასკისა და რუბიოს დაპირისპირებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

რას ამბობს ტრამპი მასკისა და რუბიოს დაპირისპირებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება არ ყოფილა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

  • „არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, მე იქ ვიყავი. ილონი მარკოს მშვენივრად უგებს და ორივე შესანიშნავად მუშაობს. მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, მანამდე The New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხუთშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კაბინეტის შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ტრანსპორტის მდივანი, შონ დაფი ილონ მაკს სამთავრობო ხარჯების შემცირების მიზნით ფედერალური სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების საკითხის შესახებ დაუპირისპირდნენ.

როგორც გამოცემა წერს, დაპირისპირების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE) კვლავ მხარს უჭერს, თუმცა თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ამიერიდან თავად დეპარტამენტების ხელმძღვანელები მიიღებენ.