ავტორი:

ტრამპმა მასკს ახალი შეზღუდვები დაუწესა - "დეპარტამენტზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, და არა ილონ მასკი!"

ტრამპმა მასკს ახალი შეზღუდვები დაუწესა - "დეპარტამენტზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, და არა ილონ მასკი!"

"დეპარტამენტზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, და არა ილონ მასკი" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მინისტრთა კაბინეტს განუცხადა. პრეზიდენტის თქმით, მასკს სამინისტროების საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეეძლება - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

  • მაღალჩინოსნების თქმით, ილონ მასკს უფლება ექნება გასცეს რეკომენდაციები დეპარტამენტებისთვის, თუმცა პერსონალისა და პოლიტიკის შესახებ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება ეკრძალება.

შეხვედრა ილონ მასკის მხრიდან საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლების სერიას მოჰყვა, რამაც დიდი გაურკვევლობა გამოიწვია ფედერალურ მთავრობასა და მის სამუშაო ძალაში. ქმედებებს სასტიკი წინააღმდეგობა და დემოკრატიული კანონმდებლებისა და ზოგიერთი რესპუბლიკელის კრიტიკა მოჰყვა.

პრეზიდენტის გზავნილი წარმოადგენს პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს მასკის მანდატის შესამცირებლად. ტრამპის ახალი მითითებების თანახმად, DOGE-მ და მისმა თანამშრომლებმა უნდა შეასრულონ საკონსულტაციო როლი - მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები პერსონალის, პოლიტიკისა და განხორციელების ტემპის შესახებ კაბინეტის მდივნებმა უნდა მიიღონ.

  • აღნიშნულ შეხვედრას მასკიც ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ ტრამპის დირექტივას ეთანხმებოდა და აღიარა, რომ DOGE-მა გარკვეული შეცდომები დაუშვა.

გაურკვეველია, გამოიწვევს თუ არა ახალი მითითებები დათხოვნილი მუშაკებს ხელახლა დასაქმებას. ტრამპმა პირობა დადო, რომ მსგავსი შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ გაიმართება. აქვე აღნიშნა, რომ მთავრობაში კარგი ადამიანების შენარჩუნება სურს და არა ქმედუნარიანი ფედერალური მუშაკების მასობრივი განდევნა.

წყარო