აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დე ვენსის განცხადებით, მას "სლავა უკრაინის“ მომიტინგეების ჯგუფი, დაუპირისპირდა, როდესაც 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობდა.
მისი თქმით, სიტუაციის განსამუხტად მომიტინგეებს გაესაუბრა და საუბარი, ძირითადად, თავაზიანი იყო.
"ეს, ძირითადად, თავაზიანი საუბარი იყო, მაგრამ თუ პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში 3 წლის ბავშვს მისდევ, ნაგავი ადამიანი ხართ“, - წერს ვენსი.