ავტორი:

ევროკავშირში შესვლის წესები იცვლება - როდის ამოქმედდება ცვლილებები და რას მოიცავს

ევროკავშირში შესვლის წესები იცვლება - როდის ამოქმედდება ცვლილებები და რას მოიცავს

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს EU-ში შესვლა/გასვლის სისტემის - EES-ის დანერგვის განახლებულ ვადებს. ავტორიზაციის სისტემის ამოქმედება 2025 წლის ოქტომბრიდან ეტაპობრივად განხორციელდება.

ამავდროულად, ევროკავშირის ბიომეტრიული მონაცემთა ბაზა (Eurodac რომელიც აადვილებს თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციას) განახლდება. კერძოდ, ევროპული მოგზაურობისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2026 წლის ბოლო კვარტალში არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, EES (Entry/Exit System) არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარზე უკანონო მიგრაციისა და უვიზო რეჟიმის რეგულაციების დარღვევის პრევენციას, ასევე, უსაფრთხოების და საზღვრის კონტროლის გაუმჯობესებას... წაიკითხეთ ვრცლად