ავტორი:

ავსტრალიაში ქარიშხალს და წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა და ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ავსტრალიაში ქარიშხალს და წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა და ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ავსტრალიაში ციკლონისგან გამოწვეულ უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა და ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი სამხრეთი უელსისა და ქუინსლენდის შტატებში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია და ელექტროგადამცემი ხაზები და ხეები გაანადგურა.

წყალდიდობის შედეგად 61 წლის მამაკაცი დაიღუპა.

დაზარალებულ რეგიონებში 290 000-მდე სახლი და დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილო. ენერგეტიკული კომპანიები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ გამორთვა, შეიძლება, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.