ავტორი:

“უსაფრთხოების სარტყელი-2025“ - ჩინეთი, რუსეთი და ირანი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

“უსაფრთხოების სარტყელი-2025“ - ჩინეთი, რუსეთი და ირანი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

ჩინეთის, ირანის და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები მარტში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ, - ინფორმაციას სააგენტო Xinhua ჩინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლება, სახელწოდებით “უსაფრთხოების სარტყელი-2025“, დაგეგმილია ირანის ჩაბაჰარის პორტის მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე.

სწავლების გეგმა მოიცავს წვრთნებს საზღვაო დარტყმის სამიზნეებზე, დაზიანების კონტროლს, ასევე, ერთობლივ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, წვრთნების მიზანია, სამხედრო ურთიერთნდობის გაძლიერება და მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის პრაგმატული თანამშრომლობის გაღრმავება.

წყარო