ავტორი:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

პროტესტის 102-ე დღესაც მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, “საქართველოს გაუმარჯოს”, „ცეცხლი ოლიგარქიას“.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.