აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრი სახლის წინ მოსიარულე შეიარაღებულ მამაკაცს ესროლა. განცხადებას თავად აშშ-ს საიდუმლო სამსახური ავრცელებს.
როგორც BBC-ის გამოცემა წერს, საიდუმლო სამსახურს საეჭვო მამაკაცის შესახებ ინფორმაცია პოლიციამ მიაწოდა.
პოლიციის ცნობით, "ინდიანას შტატიდან ვაშინგტონისაკენ საეჭვო პირი მიემგზავრებოდა". ინფორმაციის მიღების შემდეგ, საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა მსგავსი აღწერილობის მამაკაცი იპოვეს და მასთან მიახლოება სცადეს, თუმცა კაცმა მოულოდნელად ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, რასაც სროლა მოჰყვა.
როგორც მედია იტყობინება, მამაკაცი ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მისი მდგომარეობა უცნობია.
დაპირისპირების დროს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში არ იმყოფებოდა, რადგან შაბათ-კვირას ფლორიდის რეზიდენციაში ატარებდა.
ინციდენტს ახლა ვაშინგტონის მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა