პირველი და მეორე მსოფლიო ომები მეოცე და ორდამეერთე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი თემატიკაა, რომელზეც დაწერილია ისეთი შედევრები, როგორიცაა „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, „აუშვიცის ტატუისტი“, „ტრიუმფალური თაღი“, „ინგლისი, ჩემი ინგლისი“ და სხვა.
მე - 20 საუკუნის უდიდესი ომების თემატიკაზე „პალიტრა L-მა“ შექმნა სერია, რომელშიც გაერთიანებულია კლასიკური და თანამედროვე ნაწარმობები, როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული. „ომებსა და ადამიანებზე“, ასე ეწოდება სერიას, რომლის ფარგლებშიც პერიოდულად ითარგმნება და გამოიცემა ყველაზე გამორჩეული ნამუშევრები. კენ ფოლეტის „ნემსის ყუნწი“ სწორედ ერთ-ერთი მათგანია.
მე-2 მსოფლიო ომისა და სტალინური ეპოქის თემატიკაზე მსოფლიო ბესტსელერების სერიის ფარგლებში ასევე ითარგმნა და გამოიცა ტომ რობ სმიტის „ბავშვი 44“, რომელიც აშიშვლებს დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელმაც გამოუსწორებელი კვალი დაამჩნია თაობათა მენტალობას.
მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდება. ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმას ჩაშლა ემუქრება. შედეგი დამოკიდებულია მტრის დეზინფორმირებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკავშირეთა ძალებს კატასტროფა ელის. ამიტომაც მკაცრად გასაიდუმლოებულია ოპერაციის დაწყების დრო და ადგილი. გერმანელების აგენტი, ოპერატიული მეტსახელით, „ნემსის ყუნწი“, მაინც მოახერხებს ინფორმაციის მოპოვებას და აპირებს სასწრაფოდ გავიდეს ქვეყნიდან, რათა ფიურერს უმნიშვნელოვანესი ფოტომასალა გადასცეს. ქვეყნის კონტრდაზვერვა იწყებს ნადირობას აგენტზე, რომელიც გზადაგზა ყველას კლავს, ვინც წინ გადაეღობება, - ეს დაძაბული სიუჟეტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვითარდება, გადმოცემულია კენ ფოლეტის ისტორიულ რომანში „ნემსის ყუნწი“.
2019 წელს BBC News-მა „ნემსის ყუნწი“ 100 ყველაზე შთამაგონებელი რომანის სიაში შეიტანა. ლევან ინასარიძის ქართული თარგმანი კი სულ ახლახან გამოიცა „პალიტრა L-ის“ ერთ-ერთი წამყვანი პროექტის ფარგლებში - „ომებსა და ადამიანებზე“.
„ნემსის ყუნწი“ პირველად 1978 წელს გამოიცა და ავტორს მალევე მოუტანა აღიარება. წიგნის დაძაბული სიუჟეტი და თემატიკა, დამახასიათებელი წერის სტილი კენ ფოლეტს თავის ჟანრში ერთ-ერთ წამყვან მწერლად აქცევს.
1981 წელს ეკრანებზე გამოვიდა რომანის ადაპტაცია, რომლის ავტორიც სტენლი მანია, რეჟისორი კი რიჩარდ მარკანი. ფილმში მთავარ როლს დონალდ საზერლენდი ასრულებს.
კენ ფოლეტი ბრიტანელი ავტორია, რომლის ტრილერებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას თავისი ნამუშევრების 160 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული.
„ნემსის ყუნწამდე“ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ქართულ ენაზე თარგმნა მისი ერთ-ერთი მთავარი ბესტსელერი - უკუთვლა.
რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე დაწერილ რომანს, „ნემსის ყუნწი“ უკვე ხელმისაწვდომია როგორც „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და აპლიკაციაში, ისე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში. წიგნის ფასი 18 ლარია. შესაძენად მიჰყევით ბმულს.
სტალინური ეპოქის საბჭოთა კავშირი ოფიციალური სამოთხეა, სადაც დანაშაული არ ხდება და მოქალაქეებს მხოლოდ ერთი რამის ეშინიათ: ყოვლისშემძლე ხელისუფლების. ამ სისტემის ერთ-ერთი დამცველია იდეალისტი ჩეკისტი ლევ დემიდოვი, ომის გმირი, რომელსაც კანონის რკინის მუშტის სჯერა. მაგრამ, როდესაც მკვლელი ერთიმეორის მიყოლებით სჩადის დანაშაულს და ლევი გამოძიებას გადაწყვეტს, სახელმწიფოს ერთგულ მსახურს დააქვეითებენ და გადაასახლებენ. ახლა, როცა გვერდით მხოლოდ ცოლი ჰყავს, ლევმა ბრძოლა უნდა განაგრძოს, რათა შოკისმომგვრელი სიმართლე გაამჟღავნოს მკვლელისა და იმ სახელმწიფოს შესახებ, სადაც "დანაშაული" არ არსებობს.
ტომ რობ სმიტი ინგლისელი მწერალია, რომლის პირველი რომანი „ბავშვი 44“ „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტელერად და საგამომცემლო სამყაროს სენსაციად იქცა. ავტორი 17 საერთაშორისო პრემიაზე წარადგინეს.
მისი რომანი ემოციურად აღწერს სტალინის „იდეალურ“ წყობილებაში არსებულ მანკიერებებს. წიგნი ასევე ხელმისაწვდომია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და აპლიკაციაში, ისე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში. შესაძენად მიჰყევით ბმულს.
R