ავტორი:

"მამა, ამაყობ ჩემით?" - ლუქსემბურგის პრინცი, რომელიც უიშვიათეს დაავადებას ებრძოდა, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა

"მამა, ამაყობ ჩემით?" - ლუქსემბურგის პრინცი, რომელიც უიშვიათეს დაავადებას ებრძოდა, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლუქსემბურგის პრინცი ფრედერიკ დე ნასაუ 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იშვიათი გენეტიკური სენით იყო დაავადებული. 14 წლის ასაკში მიტოქონდრიული დაავადება POLG დაუდგინდა. ახალშობილებში ამ დაავადების აღმოჩენა ძალზე რთულია. POLG ორგანიზმის უჯრედებს ენერგიას აცლის და აზიანებს ტვინს, ნერვებს, კუნთებსა და ღვიძლს.

ფრედერიკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა მამამ გაავრცელა:

"დამწუხრებული გულით გვსურს გაცნობოთ ჩვენი შვილის, POLG-ის ფონდის დამფუძნებლისა და კრეატიული დირექტორის, ფრედერიკის გარდაცვალების შესახებ“, - წერს რობერტი ვრცელ განცხადებაში - "პარასკევს, 28 თებერვალს, ჩვენმა საყვარელმა შვილმა თავის ოთახში დაგვიბარა, რათა უკანასკნელად გვესაუბრა. ფრედერიკმა მოიკრიბა ძალა და გამბედაობა და თითოეულ ჩვენგანს რიგრიგობით დაგვემშვიდობა. მან სიკვდილის წინ მკითხა: "მამა, ამაყობ ჩემით?"

მანამდე ლაპარაკი უჭირდა, ამიტომ ამ სიტყვების სიცხადე ისეთივე გასაკვირი იყო, როგორც მომენტის სიმძიმე. პასუხი ძალიან მარტივი იყო და მას ეს რამდენჯერ ჰქონდა მოსმენილი…

ფრედერიკი დაიბადა პოზიტივის, სიხარულისა და მონდომების განსაკუთრებული უნარით. გააჩნდა საოცარი იუმორის გრძნობა და ემოციური ინტელექტი.

წყარო