ალა პუგაჩოვა კიდევ ერთ, ახალ და ამჯერად იმაზე უფრო სერიოზულ სკანდალში ეხვევა, ვიდრე ოდესმე. პრიმადონას რუსეთში, ქვეყნის დატოვებას და პუტინის კრიტიკას აქამდე ვერ პატიობენ. რუსულ მედიაში თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ამბები ალა ბორისოვნასთან დაკავშირებით.
ცხადია, ეს ამბები ყოველთვის უარყოფით კონტექსტს ატარებს. რუსულმა მედიამ ბოლო სამ წელიწადში უამრავჯერ "დააშორა" ქმარს, მაქსიმ გალკინს, აღმოუჩინა არაერთი მძიმე დაავადება, ამჯერად კი მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ბოროდინმა გენერალ-მაიორ ანდრეი სტრიჟოვს სპეციალურ მოხსენებაში განუცხადა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
ბოროდინის თქმით, მის წინააღმდეგ თავდასხმა მზადდება, რომლის დამკვეთიც შესაძლოა, ალა ბორისოვნა პუგაჩოვა იყოს. მომღერლის მოტივები ФПБК-ის საქმიანობას უკავშირდება, რადგან უწყების ხელმძღვანელმა, ბოროდინმა არაერთხელ მოითხოვა პრიმადონისთვის წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა, ასევე მისი უცხოეთის აგენტად გამოცხადება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
"ამჯერად ФПБК-ის ხელმძღვანელი ნამდვილად შეშინდა პუგაჩოვას მხრიდან შესაძლო მუქარის გამო და მოითხოვა მომღერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა "განზრახ მკვლელობის“ მუხლით“, – აცხადებს წყარო.
გასულ შაბათ-კვირას მედიაში აქტიურად განიხილავდნენ ალა პუგაჩოვას საქციელს, რომელმაც НТВ-ს ჟურნალისტებს აგრესიულად უპასუხა. ჟურნალისტები ლიმასოლში ჩავიდნენ, რათა პრიმადონას საცხოვრებელი ადგილი დაედგინათ. ზღვის სანაპიროზე შეხვედრისას კი მასთან გასაუბრება სცადეს, თუმცა მომღერალმა კამერას ხელი ჰკრა, მედიის მიმართ მკაცრი განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს.