ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში პსჟ სტუმრად "ლივერპულს“ დაუპირისპირდება. პრესკონფერენციაზე კომენტარი პარიზული გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:
პირველ მატჩში ვდომინირებდით, რაც ადვილი არ არის. ამჯერად მომენტები უნდა გამოვიყენოთ. შანსები თანაბარია. ყველაფერი შესაძლებელია. ადაპტაცია ადვილად გავიარე, ამაში პარტნიორები დამეხმარნენ. კიდევ უფრო მეტი შემიძლია, პროგრესისთვის ბევრს ვმუშაობ და მნიშვნელობა არ აქვს, მწვრთნელი რომელ პოზიციაზე დამიყენებს, მთავარია გუნდისთვის სასარგებლო ვიყო.
ძლიერი მენტალიტეტი გვაქვს, მოედანზე მოსაგებად გავალთ და ვნახოთ, ვინ გამოვა გამარჯვებული“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.