ავტორი:

"რა ჯანდაბა ხდება?" - აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს აკრიტიკებს ჯეი დი ვენსის ბიძაშვილი, რომელიც უკრაინის ჯარში მსახურობდა

"რა ჯანდაბა ხდება?" - აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს აკრიტიკებს ჯეი დი ვენსის ბიძაშვილი, რომელიც უკრაინის ჯარში მსახურობდა

დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს ჯეი დის ბიძაშვილი ნეთან ვენსი აკრიტიკებს. მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის დამოკიდებულებაა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. ნეით ვენსი ოვალურ კაბინეტში მომხდარს განიხილავს, სადაც ტრამპი და ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტს დაუპირისპირდნენ.

  • "არსებობს გარკვეული დონის ეტიკეტი, რომელსაც ველოდები პოლიტიკური ლიდერებისგან, განსაკუთრებით - კამერების წინ", - განუცხადა BBC-ს ნეით ვენსმა, რომელმაც უკრაინის ჯარში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სამი წელი მოხალისედ იმსახურა.

ნეითი მანამდეც გამოირჩეოდა ტრამპისა და ჯეი დი ვენსის კრიტიკით. ის მიიჩნევს, რომ ტრამპი და ჯეი დი ვლადიმერ პუტინის "სასარგებლო იდიოტებივით" იქცეოდნენ.

გასულ თვეში აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ომის დასრულების მიზნით, პირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს. ამჟამად აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთში იმყოფებიან.

ნეით ვენსმა ორშაბათს BBC-სთან აღნიშნა. რომ "არ იყო კმაყოფილი" იმით, თუ როგორ წარიმართა თეთრ სახლში შეხვედრა.

"მე გარკვეულწილად დაკავშირებული ვარ უკრაინის საკითხთან, მაგრამ ასეც რომ არ იყოს და ამ ყველაფრისთვის ისე შემეხედა, დამენახა, რომ თეთრი სახლის ოფიციალური პირები და ჟურნალისტები უცხოელ ლიდერს ამცირებენ, ვიფიქრებდი: “რა ჯანდაბა ხდება?" - ამბობს ნეით ვენსი.

მისივე თქმით, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ თითქოს ზელენსკის მადლიერება არ გამოუხატავს. "ზელენსკი ყოველდღიურად ან ყოველ ღამით მიმართავს ხალხს და მადლობას უხდის ყველას, ვინც უკრაინას მხარს უჭერს", - თქვა მან.

წყარო