ავტორი:

"მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩემი ავადმყოფობის გამო ჩემს საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიტანონ" - სააკაშვილი

"მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩემი ავადმყოფობის გამო ჩემს საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიტანონ" - სააკაშვილი

მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული "სასამართლოს" განაჩენის გამოცხადება, გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • სააკაშვილის თქმით, მისი სურვილია, პროცესს დაესწროს.

"მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული "სასამართლოს" განაჩენის გამოცხადება, გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო, რასაც დაგიდასტურებენ ჩემი მკურნალი ექიმები. ვინაიდან მაქვს სურვილი ვესწრებოდე აღნიშნულ სხდომას“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.