ავტორი:

ტრაგედია ბათუმში - სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ტრაგედია ბათუმში - სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.