"ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე მდებარე რესტორან "ტავერნა მინთის" სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ამ დროისთვის, ცეცხლის მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
რესტორნის სახურავზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოში რამდენიმე სახანძრო სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. ცეცხლი გავრცელებულია რესტორნის სახურავის მთელ პერიმეტრზე.