ავტორი:

"პუტინს დაველაპარაკები, ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება"- დონალდ ტრამპი უკრაინაზე, რუსეთზე და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე

"პუტინს დაველაპარაკები, ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება"- დონალდ ტრამპი უკრაინაზე, რუსეთზე და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის უკრაინის საკითხზე და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება.

"პუტინს დაველაპარაკები, როგორც ამბობენ, ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება. იმედია, ისიც დამეთანხმება, მართლა მგონია, რომ ეს საქმის 75% იქნება", - თქვა ტრამპმა.

ვარაუდობენ, რომ ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარი მიმდინარე კვირის ბოლომდე შედგება.

  • გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ როგორც ტრამპი აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს.

ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაპატიჟებული თეთრ სახლში, ტრამპმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, აბსოლუტურად”.

“უკრაინა. ცეცხლის შეწყვეტა. ცოტა ხნის წინ შევთანხმდით ამაზე.

ახლა რუსეთთან უნდა მივიდეთ და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი, ასევე, დათანხმდება ამას და შევძლებთ ამ საშინელი ომის დასრულებას…

ეს ცეცხლის სრული შეწყვეტაა. უკრაინა დათანხმდა ამას და იმედი მაქვს, რომ რუსეთიც დათანხმდება. მათ შევხვდებით დღეს მოგვიანებით და ხვალ. და იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ შევძლებთ, რომ რუსეთმა ეს გააკეთოს - შესანიშნავი იქნება, თუ არა - ეს გაგრძელდება და ხალხი დაიხოცება, ბევრი ხალხი”, - განაცხადა ტრამპმა

ცნობისთვის, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, უკრაინა მზად არის შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას.