ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ მეორადი მანქანების ჩამოყვანისას უცხოეთიდან?

რა უნდა ვიცოდეთ მეორადი მანქანების ჩამოყვანისას უცხოეთიდან?

ცხადია, ჩვენი ნება რომ იყოს, ავტომობილის ყიდვისას არჩევანს ახალ მოდელზე გავაკეთებდით, მას ცენტრიდან გამოვიყვანდით და გარანტიითაც ვისარგებლებდით. თუმცა, სიძვირის გამო, ამის შესაძლებლობა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს. დიდი უმეტესობა დღეს მეორადი ავტომობილების შეძენას არჩევს. ამისთვის ზოგი მანქანის ბაზრობებს სტუმრობს, ზოგი კი – სასურველი მოდელის შეძენას დისტანციურად, უცხოურ ბაზარზე ცდილობს.

მეორადი ავტომობილის უცხოეთში ყიდვა და მისი საქართველოში ჩამოყვანა მართლაც ყველაზე ბიუჯეტურია, თუმცა სარისკოც. სწორედ ამიტომ დიდი სიფრთხილე და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებას გვმართებს.

შეისწავლეთ ბაზარი და მოიძიეთ სანდო კომპანია

პირველ რიგში, აუცილებელია წინასწარ შეისწავლოთ მეორადი ავტომობილების ბაზარი, რათა მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. შემდეგი ეტაპი კი სანდო და გამოცდილი შუამავალი პირისა ან კომპანიის პოვნაა.

ცხადია, მეორადი ავტომობილი სხვების დაუხმარებლადაც შეგიძლიათ შეიძინოთ, თუმცა ეს პროცესი გაცილებით რთული და შრომატევადი იქნება. ამ საქმეში გამოცდილი პირი გაცილებით მარტივად ამჩნევს მანქანის იმ ფარულ დეფექტებს, რომლებიც თქვენ გამოუცდელობით შეიძლება საერთოდ ვერ აღიქვათ. საკმაოდ რთულია ავტომობილის დოკუმენტაციის მოწესრიგებაც, რათა საბაჟოზე არ შეიქმნას პრობლემები. ამ საკითხის მოგვარებაც გამოცდილი ადამიანის დახმარებით გაცილებით მარტივადაა შესაძლებელი.

არჩევანი გააკეთეთ პრესტიჟულ აუქციონებზე

უცხოეთში მეორადი ავტომობილის შეძენის ყველაზე პოპულარული გზა აუქციონებია. თუ მანქანის ყიდვას აშშ-ში გეგმავთ, მაშინ გირჩევთ, Copart-ისა და IAAI-ს აუქციონებით ისარგებლოთ. აქ წარმოდგენილ ავტომობილებს ძირითადად სადაზღვევო კომპანიები ყიდიან, თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ პლატფორმის გავლით დილერები და ფიზიკური პირებიც ვაჭრობენ. სწორედ ამიტომ სიფრთხილე გმართებთ – კარგად დააკვირდით ვინ არის გამყიდველი, რათა შემთხვევით თაღლითების მიერ შელამაზებული ავტომობილის შეძენა არ მოგიხდეთ.

საფუძვლიანად გამოიკვლიეთ მანქანის ისტორია

ავტომობილის პირველადი შერჩევის შემდეგ აუცილებლად უნდა შემოწმდეს მანქანის ექსპლუატაციის ისტორია – რა სერვისები აქვს გავლილი, რა კლიმატურ პირობებში მოიხმარდა მეპატრონე, ხომ არ აქვს კოროზია, ხომ არ იყო მანამდე ავარიაში ან რაიმე სტიქიურ კატაკლიზმებში მოყოლილი და ა.შ.

გაითვალისწინეთ, მანქანის ვინ კოდის შემოწმების ორი ოფიციალური რესურსი არსებობს, ესენია Carfax და Autocheck. სხვა დანარჩენი არც ოფიციალურია და არც სანდო. ჩვენ მიერ დასახელებული სერვისები ფასიანია, თუმცა კარგი ავტო იმპორტიორი კომპანია ამ მომსახურებას უფასოდ გაგიწევთ.

ყიდვის შემდეგ მოითხოვეთ ავტომობილის დეტალური ფოტოები

მას შემდეგ, რაც ავტომობილი გამომგზავნ პორტში მივა, მოითხოვეთ ექსტერიერის, ინტერიერის, ძრავისა თუ საბურავების მაღალი გარჩევადობისა და დეტალური ფოტოები. საქმე ის არის, რომ ავტომობილების ძირითადი დაზიანებები სწორედ აუქციონიდან გამოყვანის შემდეგ ხდება.

ყურადღება მიაქციეთ წლოვანებასა და გარბენს

შეიძლება სასურველი მოდელი ძალიან ხელსაყრელ ფასად ჩაგივარდეთ ხელში, მაგრამ აუცილებელია გაითვალისწინოთ ავტომობილის გამოშვების თარიღი და გარბენი. მაგალითად, 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტს საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ კრძალავს. რაც შეეხება გარბენს, ის შეგიქმნით წარმოდგენას, რამდენად აქტიურად და რა დანიშნულებით მოიხმარდა ავტომობილს მისი ყოფილი მეპატრონე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მცირე გარბენი მანქანის კარგ მდგომარეობაზე შეიძლება სულაც არ მიანიშნებდეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოდელის ვიზუალური დათვალიერება და მისი ისტორიის გამოკვლევა.

ქართულ ბაზარზე უამრავი ძველი და ახალბედა ავტო იმპორტიორი კომპანია ოპერირებს, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქარმარკია. გამოცდილება კი ზემოთ ჩამოთვლილი რისკების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ქარმარკი ამერიკის ავტოაუქციონებიდან მანქანების ჩამოყვანას 2005 წლიდან უზრუნველყოფს. საქართველოს გარდა, ის წარმოდგენილია აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში, რაც რეგიონში მანქანის ჩამოყვანის პროცესებს კიდევ უფრო ამარტივებს, ტარიფებს კი აიაფებს. ქარმარკის შუამავლობით ამ დრომდე ამერიკიდან იმპორტირებულია 40 000-მდე ავტომობილი.

R