ავტორი:

"პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, უკრაინასთან დაზვერვის გაზიარების პაუზა დასრულდა" - აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი

"პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, უკრაინასთან დაზვერვის გაზიარების პაუზა დასრულდა" - აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების განახლებას ადასტურებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ხელმძღვანელობის დამსახურებით, უკრაინაში სისხლიანი ომის დასრულებას ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით მივუახლოვდით. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, უკრაინასთან დაზვერვის გაზიარების პაუზა დასრულდა, - წერს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი X-ზე.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთში მდებარე იასიონკას ლოჯისტიკური ცენტრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება წინა დონეს დაუბრუნდა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, თუ რუსეთიც იმავე ნაბიჯს გადადგამს. მოლაპარაკებების შედეგად, აშშ-მა თანხმობა განაცხადა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება განეახლებინა.