მოსკოვს არ სურს დროებითი ზავი უკრაინასთან და დაინტერესებულია კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მან ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია აშშ-ის მთავრობის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცთანაც გამოთქვა.
"ბუნებრივია, მე გავაკეთე კომენტარი ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებებზე და გამოვთქვი ჩვენი პოზიცია, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა დროებით სულის მოთქმა უკრაინელი სამხედროებისთვის, მეტი არაფერი“, - აღნიშნა უშაკოვმა.
წაიკითხეთ ასევე: